03:44 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-25 12:17:28, 3977 ნახვა

რეგიონი
შიდა ქართლის რეგიონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები განახლდა

შიდა ქართლის რეგიონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები განახლდა. გორის, ქარელისა და კასპის გადაუდებელი დახმარების სამსახურებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა ევროსტანდარტების შესაბამისი ავტომობილები გადასცა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, გორის სასწრაფო დახმარების თანამშრომლები მოინახულა და ახალი, სამედიცინო აპარატურით სრულად აღჭურვილი 3 ავტომობილი პირადად დაათვალიერებინა.

ამ ეტაპზე, შიდა ქართლს სულ 5 ავტომობილი გადაეცა. მათგან 3 - გორში, 1 ქარელში და 1 კასპში განთავსდა.

მიმდინარე წლის 21 ივლისს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი კიდევ ერთხელ განახლდა. ცენტრს 60 ახალი ავტომობილი გადაეცა, რომელთაგან 45 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაა, ხოლო 15 - მაღალი გამავლობის რეანიმობილი, რომელიც კრიტიკულ პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.

ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics