03:01 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-24 13:04:53, 3747 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - მამუკა ბახტაძე, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში არ იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მამუკა ბახტაძე, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში არ იქნება.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საპარლამენტო სიაში მისი ყოფნის საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„მამუკა ბახტაძე არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, ამიტომაც ესწრებოდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარული სიის პრეზენტაციას. რაც შეეხება საპარლამენტო სიაში მისი ყოფნის საკითხს, ასეთი გადაწყვეტილება პარტიაში არ არის მიღებული. სავარაუდოდ, ის არ იქნება პროპორციულ სიაში“, - განაცხადა თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics