09:00 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-24 12:26:42, 3198 ნახვა

კომენტარი
გახარია სენატის მიერ დამტკიცებულ თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე - აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება

აშშ-სა  და საქართველოს შორის თანამშრომლობა სულ უფრო და უფრო ღრმავდება, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სენატის მიერ დამტკიცებულ თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ცალკეულ ჩვენს მეგობარს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ეს იქნება კონგრესმენი თუ სენატორი, შეიძლება გარკვეული კითხვის ნიშნები ჰქონდეს და მათ, როგორც საქართველოს მეგობრებს აქვთ ამ კითხვის დასმის უფლება.

„რა თქმა უნდა, ცალკეულ ჩვენს მეგობარს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ეს იქნება კონგრესმენი თუ სენატორი, შეიძლება გარკვეული კითხვის ნიშნები ჰქონდეს და მათ, როგორც საქართველოს მეგობრებს აქვთ ამ კითხვის დასმის უფლება, ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს ამ კითხვებზე პასუხის გაცემის უფლება. ხედავთ, რომ დროთა განმავლობაში, ეს კითხვები ნელ-ნელა იხსნება. ცუდი არის ის, რომ პოლიტიკური პროცესიდან გამომდინარე, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ვიღაც-ვიღაცეები ცდილობენ, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური პროცესების ნაწილი გახადონ, რასაც ვერ მიაღწევენ, იმიტომ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ყველა სახის პოლიტიკურ, ან პარტიულ ინტერესზე უფრო მაღლდა დგას. ეს ყველას კარგად ესმის. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მცდელობები გაგრძელდება, მაგრამ ასეთ მცდელობებს შესაბამისი და საკადრისი პასუხი ექნება, როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან", -  განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics