02:50 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-23 22:00:37, 2299 ნახვა

საზოგადოება
შვილ მკვდარი მამების აქცია შსს-სთან გრძელდება

ამ წუთებშიც შსს-სთან ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე  აქცია ისევ მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ სამართლიან გამოძიებას და კითხვებზე პასუხების გაცემას.

შვილ მკვდარი მამები ერთად შეიკრიბნენ შსს-სთან, მათ შორის იყო მალხაზ მაჩალიკაშვილიც.

მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო ხელს აფარებს დამნაშავეებს და არ იძიებს სრულფასოვნად არც ერთ საქმეს.

„სამი წელი სრულდება, ვითხოვთ სიმართლის გარკვევას, თუმცა სახელმწიფომ ფეხებზე დამიკიდა და ყურადღებას არავინ მაქცევს. 

დღეს რატომაც მოვედი აქ არის ერთი მიზეზი, როდესაც შვილი მომიკლეს, ხალხს ვთხოვე გვერდში დამდგომოდნენ, რადგან ხვალ იმავეს სხვის შვილს უზამდნენ. ბევრმა არ გაიგონა ეს, დღეს კი ვხედავთ, რომ სახელმწიფო ბავშვებს კლავს, კლავს და კლავს. 

სახელმწიფო არ იძიებს, რადგან ან ქართული ოცნების ხალხი ან ქურდული სამყარო ან კიდევ თანამდებობის პირები არიან გარეული და ამ ტემპით გამოძიება არც ერთ საქმეს არ უწერია“ , -  განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics