|
2020-07-22 18:28:12, 1992 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, განმარტავს, რომ მცდარია და სინამდვილეს არ შეესაბამება თიბისი ბანკის მიერ მომხმარებელთა პირად მობილურ ტელეფონებზე გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინების შინაარსი, სადაც აღნიშნული ბანკი მათ ატყობინებს თითქოს, შემოსავლების სამსახურის მიერ, კომპენსაციის მიმღებ პირთა მიმართ, საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება განხორციელდა. კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ გლობალური პანდემიის გამო შემოსავლების დაკარგვით გამოწვეული პრობლემების დაძლევისა და კრიზისის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში, გარკვეულ პირებზე გაცემულ ფულად კომპენსაციებზე უწყების მიერ, არანაირი საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება არ მომხდარა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იმედოვნებს, რომ თიბისი ბანკის მიერ, შესაბამისი საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მოხდება მცდარი და უწყების რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)