|
2020-07-22 15:30:58, 1955 ნახვა
საზოგადოება
ივანე მაჭავარიანი: COVID-19 პანდემიის პირობებში იაპონიის მთავრობის მხარდაჭერა ძალიან დროული და ადეკვატურია
„COVID-19 პანდემიის პირობებში იაპონიის მთავრობის მხარდაჭერა ძალიან დროული და ადეკვატურია“, - ამის შეახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საქართველოსა და იაპონიის მთავრობებს შორის არასაპროექტო გრანტის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი რესურსები სამედიცინო სფეროში აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება. „იაპონიის მთავრობამ საქართველოს გამოუყო 2.8 მლნ დოლარის გრანტი, რომელიც გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს და მოხმარდება თანამედროვე სამედიცინო აპარატურისა და მოწყობილობების შეძენას, რისთვისაც კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს იაპონელ პარტნიორებს. მინდა შეგახსენოთ, რომ იაპონია წლების განმავლობაში ეხმარება საქართველოს. ეს რიგით მერვე საგრანტო დახმარებაა. ჯამში, მხოლოდ გრანტის სახით იაპონიის მთავრობამ ჩვენს ქვეყანას, დაახლოებით, 40 მლნ დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა. ის ფაქტი, რომ გლობალური კრიზისის პერიოდშიც, იაპონია ახერხებს და პოულობს რესურსს დაეხმაროს საქართველოს, რასაკვირველია, მეტყველებს იმ მაღალ რეპუტაციაზე, რომელიც საქართველომ დააგროვა წლების მანძილზე, ხოლო ამ პანდემიის პერიოდში, ეს რეპუტაცია ხარისხობრივად და თვისობრივად სხვა დონეზე ავიდა, ამიტომ კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს იაპონელ მეგობრებსა და კოლეგებს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)