|
2020-07-22 14:55:53, 2017 ნახვა
საზოგადოება
ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული! - დღეს, 21:00 საათზე. შსს-სთან აქცია დაანონსდა
ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული! - ამ ლოზუნგებით ორგანიზაცია "დემოკრატიული მომავლისთვის" დღეს, 22 ივლისს, 21:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას აანონსებს. აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეასრულოს მოვალეობები და არ დააფაროს ხელი დანაშაულს და გამოიძიოს საქმეები. "ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული! ბოლო დროს ახალგაზრდების გახშირებული, ბურუსით მოცული მკვლელობები საზოგადოებაში აჩენს პასუხგაუცემელ კითხვებს შსს-ს დანაშაულებრივი უმოქმედობისა და არაეფექტურობის მიმართ, რაც ქვეყანაში დაუცველობისა და უმწეობის აუტანელ გარემოს ქმნის. დღეს, 22 ივლისს, 21:00-ზე, ვიკრიბებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ორთაჭალაში. ერთად დავიცვათ სიცოცხლე, მოვუწოდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეასრულოს საკუთარი მოვალეობები, არ დააფაროს ხელი დანაშაულს და გამოიძიოს საქმეები!". - წერია განცხადებაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)