2015-09-04 14:36:47, 590 ნახვა
საზოგადოება
დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 17:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება
საქართველო-შოტლანდიის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 17:00 საათიდან მატჩის დასრულებამდე, მოძრაობა აიკრძალება.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ საქართველო-შოტლანდიის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით, „დინამო არენის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 17:00 საათიდან მატჩის დასასრულამდე, მოძრაობა იკრძალება შემდეგ ქუჩებზე: ა. წერეთლის გამზირზე (ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან მ. წინამძღვრიშვილის ქუჩამდე), გ. ცაბაძის ქუჩაზე სრულად (სანაპირო-გ.ცაბაძის ქუჩის კვეთიდან), ასევე დ. ყიფიანის და ს. მეტრეველის ქუჩებზე სრულად“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან