04:19 - 27 Jul, 2026
|
2020-07-21 15:57:37, 1774 ნახვა
საზოგადოება
წუწუნავას ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება
სამგორის რაიონის გამგეობა ორხევში, წუწუნავას ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს. ამჟამად, პროექტის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს - იგება ასფალტის მეორე ფენა. მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე გაეცნო. წუწუნავას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა 40 წლის განმავლობაში არ მოწესრიგებულა. მიმდინარე პროექტის ფარგლებში კი, ასფალტის საფარი 2 400 კვ.მ ფართობზე დაიგო, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. სამუშაოებს, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია “არსაკიძე 2000“ ასრულებს. გამგეობის ბიუჯეტიდან კი 154 000 ლარი გამოიყო. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, სამგორის გამგეობამ წუწუნავას ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოაწესრიგა. მოეწყო წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)