|
2020-07-21 13:35:00, 20543 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - ჩვენ შევქმენით ილუზია, რომ დამავარცხეთ კოვიდ19, თუმცა არა, ტალღა ისევ ზემოთ იწევს
ჩვენ შევქმენით ილუზია, რომ დამავარცხეთ კოვიდ19, თუმცა არა, ტალღა ისევ ზემოთ იწევს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, მოსახლეობამ კვლავ უნდა დაცივას რეგულაციები, რომლებიც მთავრობამ, ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დაადგინა. „ძალიან გთხოვთ ყველას, მეტი ინფორმაცია მივცეთ მოსახლეობას, რომ მოშვება არ შეიძლება. ალბათ ატყობთ, რომ მოვეშვით, პირბადეებს აღარ ატარებენ დაწესებულებებში, დიდი შეკრებები ისევ ხორციელდება, ისევ დიდი თავყრილობები და ილუზიიც შექმნა იმისა, რომ ქვეყანამ დაამარცხა კოვიდინფექცია, არა ბატონებო- კოვიდინფექციამდე ჯერ კიდევ შორს, ერთად აღებული 1 ქვეყანა ამას ვერ გააკეთებს, ეს უნდა გაკეთდეს ერთიანად და გლობალურად, ამ ეტაპამდე შეარებთ საქართველო უკეთეს მდგომარეობაში ვართ და ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს უკეთესი ეპიდსიტუაცია შევინარჩუნოთ. ქაღალდზე ბევრი რეგულაციებია, მთავარია, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ, მოუწოდეთ თქვენი ტელევიზიების საშუალებით სულ, მორბენალი სტრიქონი იყოს, რომ ნუ მოვეშვებით, ის რაც დადგენილია, რომ ტაქსში არ უნდა იჯდეს წინ ადამიანი, არ უნდა დაჯდეს, ტაქსში უნდა გვეკეთოს პირბადე, მეტროში, ავტობუსში, ეს უნდა შევასრულოთ. იმიტომ რომ ჩვენ შევიქმენით ილუზია, რომ დავამარცხეთ უკვე კოვიდი, არ დაგვიმარცხებია და ხედავთ, რომ ტალღა ისევ ზემოთ იწევს და დროულად, უნდა შევაჩეროთ, ისევ და ისევ იმ წესების დაცვით, რასაც ჯანდაცვი სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და მთავრობა ეუბნება მოსახლეობას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)