|
2015-09-04 13:45:32, 833 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: სუბსიდირებისათვის საჭირო რესურსს ქალაქი აუცილებლად გამოძებნის
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამ წუთის მდგომარეობით მიმდინარეობს გადათვლა, თუ რა თანხები იქნება საჭირო სოციალურად დაუცველებისათვის სუბსიდირების ნაწილში. ქუმსიშვილი ირწმუნება, რომ სუბსიდირებისათვის საჭირო რესურსი აუცილებლად გამოიძებნება. "ჯანდაცვის სამინისტროსა და ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას შორის მონაცემები და ინფორმაცია უკვე გაცვლილია და ამწუთის მდგომარეობით მიმდინარეობს გადათვლა, თუ რა თანხები იქნება საჭირო სოციალურად დაუცველებისათვის სუბსიდირების ნაწილში და შესაბამისად, ქალაქი აუცილებლად გამოძებნის ამის რესურს.პრივატიზება გაგრძელდება",-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ცნობისთვის, თბილისში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სს “თელასს“ ახალი სამომხმარებლო ტარიფი გუშინდელ საჯარო სხდომაზე დაუდგინა. სემეკის გადაწყვეტილებით, დღგ-ს გარეშე, 101 კვტსთ-ის ჩათვლით დენის ფასი, 8.034 თეთრი/კვტსთ-ის ნაცვლად, 11.000 თ/კვტსთ იქნება.101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით, 10.56 თეთრი/კვტსთ-ის ნაცვლად, 14.400 თ/კვტსთ იქნება; 301 კვტსთ-დან ფასი 14.998 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, 18.200 თ/კვტსთ იქნება. შეგახსენებთ, "თელასმა" ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სატარიფო განაცხადით 23 ივლისს მიმართა. კომპანიამ სატარიფო განაცხადის წარმოდგენის საფუძვლად, აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრი ცვლილება, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილი ფასი და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდა დაასახელა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)