|
2020-07-19 14:06:38, 3837 ნახვა
პოლიტიკა
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მე-6 დღეა შეტაკებები გრძელდება
აზერბაიჯანისა და სომხეთის სადაო ტერიტორიაზე შეტაკებები მე-6 დღეა გრძელდება. სომხეთის განცხადებით აზერბაიჯანის სამხედრო ტექნიკა სომხურმა უპილოტო ავიაციამ გაანადგურა, ხოლო მათი ზარალი მცირეა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ საომარი სიტუაციები სომხური პროვოკაციის ბრალია და ისინი დაზარალებულებისა და დაღუპულების რაოდენობას მალავენ. აზერბაიჯანულმა მხარემ ასევე აღნიშნა, რომ სომხეთს შიდა დაპირისპირების გადასაფარავად საომარი სიტუაციების დაწყება აწყობდა. ასევე შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ძალებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ამავე დროულად რუსეთის საჰაერო ძალებმა რამდენიმე დღის წინ მობილიზება დაიწყო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და მათ სურვილი გამოთქვეს საომარი სიტუაციების მშვიდობიან დასრულებაში მონაწილეობის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)