|
2020-07-18 11:15:30, 7003 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში შავი ჭირის შემთხვევა დაფიქსირდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ადამიანში შავი ჭირის ბუბონური სახეობის შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News ავრცელებს. მისივე ცნობით, ქვეყანაში შავი ჭირის შემთხვევა ბოლოს 2015 წელს დაფიქსირდა. „პაციენტს სისხლში აღმოაჩნდა სეპტიკური ჭირი, რომელიც სხვა ადამიანებზე არ ვრცელდება. ადამიანი, რომელსაც შავი ჭირი აღმოაჩნდა უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო ქვეყანაში სხვა მსგავსი შემთხვევა არ გამოვლენილა“, - ნათქვამია სახელმწიფო ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში. სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის უფროსის, ჯენიფერ ჰაუსის განცხადებით, ამერიკაში ბუბონური შავი ჭირის შემთხვევები 1940-იანი წლებიდან აღინიშნება, ამიტომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. ცნობისთვის, ბოლო პერიოდში შავი ჭირის შემთხვევები ჩინეთსა და მონღოლეთშიც დაფიქსირდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)