|
2020-07-16 13:09:54, 3832 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ქართველ სტუდენტთა გერმანიაში დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით მთავრობამ კიდევ ერთი სუბსიდირებადი ფრენა დაამტკიცა
ქართველ სტუდენტებს, რომელთაც გერმანიაში დროზე ადრე დაბრუნება სურთ, მთავრობა ჩარტერულ რეისს სთავაზობს, - ამის შესახებ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ისაუბრა. ნათია თურნავას ინფორმაციით, სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით მთავრობამ ორი დღის წინ კიდევ ერთი, ე.წ. სოციალური ჩარტერი დაამტკიცა. „ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ არის ქართველი სტუდენტების გარკვეული რაოდენობა, რომელთაც გერმანიაში სურთ ჩასვლა იმის გამო, რომ აქვთ დასაქმების კონტრაქტები. ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ და მთავრობამ ორიოდე დღის წინ დაამტკიცა კიდევ ერთი ე.წ. სოციალური ჩარტერი, ანუ სუბსიდირებადი ფრენა - თბილისი-ბერლინი-თბილისი. შესაბამისად, ჩვენ გავითვალისწინეთ მათი თხოვნა", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავა სტუდენტებს მოუწოდებს, რეისზე ბილეთების შეძენის მიზნით დროულად მიმართონ სსიპ „ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტს". „ვინაიდან ეს არის სუბსიდირებადი ფრენა და, აქედან გამომდინარე, ბილეთების და ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, სტუდენტებს მოვუწოდებ, რომ დროულად მიმართონ ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტს - სსიპ-ს, რომელიც შექმნილია მთავრობის ადმინისტრაციის ფარგლებში და აუცილებლად წარადგინონ დასაქმების კონტრაქტები, რათა დაზღვეულები იყვნენ და აუცილებლად ჰქონდეთ ბორტზე ადგილები. აქედან გამომდინარე, ჩვენ მათ ხელს შევუწყობთ გერმანიაში დაბრუნების საკითხში", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)