15:53 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-14 15:30:38, 8426 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

14 ივლისი საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის დაბადების დღეა.

საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გმირს მთაწმინდის პანთეონში პატივი მიაგეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს და საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებასა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში მისი მნიშვნელოვანი წვლილი აღნიშნეს. ირაკლი ღარიბაშვილი მთაწმინდაზე, მამა დავითის სახელობის ეკლესიაში წირვასაც დაესწრო.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი ჯარში 21 წლის ასაკიდან მსახურობდა.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ის საქართველოს არმიის ესკადრონის მეთაური იყო და ქართული კავალერიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა. საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ქაქუცა პარტიზანულ ბრძოლას ხელმძღვანელობდა და წითელი არმიის წინააღმდეგ შეფიცულთა რაზმი ჩამოაყალიბა. გეგმის მიხედვით, მის რაზმს თბილისი უნდა აეღო, თუმცა აჯანყება დამარცხდა და ქაქუცა ჩოლოყაშვილს საფრანგეთში მოუწია წასვლა, სადაც ის 1930 წელს გარდაიცვალა. 2005 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილი თბილისში გადმოასვენეს და საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics