|
2015-09-03 12:21:59, 419 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: ნებისმიერი პირი, რომელიც აზარტული თამაშებით იქნება დაკავებული, შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლდება
თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, რამდენიმე ჯარისკაცმა, რომელიც აზარტული თამაშებით იყვნენ დაკავებულები, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. მინისტრის თქმით, თუ ნებისმიერი პირი შემჩნეული იქნება და დადასტურდება, რომ აზარტული თამაშებით არის დაკავებული, ან კაზინოების მოსარგებლეა, პირველივე შემთხვევაში შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლდება. „სამწუხაროდ, კიდევ ერთმა ჯარისკაცმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. ჯარში არის რამდენიმე ასეთი შემთხვევა. ხშირად სტატისტიკა ადასტურებს, რომ ეს გამოწვეული იმის გამო, რომ აქვთ ვალები ვალები და მათ შორის აზარტული თამაშებით არიან დაკავებულები. ამის კვალობაზე კი, სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ. ჩვენი ამოცანაა, პრევენციული რონისძიებები გავატაროთ, რათა ჯარში ასეთი შემთხვევები აღარ იყოს, ან მინიმალიზაცია მოვახდინოთ. ნებისმიერი პირი, რომელიც მუშაობს თავდაცვის სამინისტროში, იქნება ეს სამხედრო თუ სამოქალაქო, და დადასტურდება, რომ არის აზარტული თამაშებით დაკავებული, არის მოსარგებლე კაზინოების ან სხვა ფორმების, პირველივე შემთხვევაში გათავისუფლდება შეიარაღებული ძალებიდან“, – აღნიშნა ხიდაშელმა. მისივე განცხადებით, ნებისმიერი პირი, რომელიც მოიხმარს ნარკოტიკს და სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არაფხიზელ მდგომარეობაში იქნება შემჩნეული, ის შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლდება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)