|
2020-07-12 18:47:28, 3117 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნა, არიან დაშავებულები
სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნა, არიან დაშავებულები. Haqqin.az- ის ცნობით, დღეს შუადღისას სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს და აზერბაიჯანელ სამხედროებს საარტილერიო დანადგარებიდან ცეცხლი გაუხსნეს. როგორც საინფორმაციო სააგენტო იუწყება დაშავებულები ორივე მხარეს არიან და ამ წუთებში საომარ ტერიტორიებს აზერბაიჯანელი სამხედროები აკონტროლებენ. არსებული ინფორმაციით კონტორლის მოპოვების შემდეგ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენჯერმე სცადა აზერბაიჯანული პოსტების დაკავება. დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ აზერბაიჯანულმა მხარემ კომენტარი ოფიციალურად გააკეთა. "შეტაკებების დროს ჩვენმა მხარემ 2 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, ხოლო 5 სამხედრო დაშავდა. თავის მხრივ სომხური მხარე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას სრულ ინფორმაციას არ აწვდის და მხოლოდ ლოკალურ ინციდენტზე საუბრობს", - განაცხადეს თავდაცვის უწყებაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)