23:05 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-09 20:38:34, 3278 ნახვა

ეკონომიკა
ლევან კარანაძე - მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, „ლუფტჰანზა" შეძლებს, თბილისსა და მიუნჰენს შორის რეგულარული რეისი შეასრულოს

საქართველოს მთავრობამ 9 ივლისს სხდომაზე დაამტკიცა ცვლილება მთავრობის # 322 დადგენილებაში „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ". ცვლილება, რომელიც შეეხებოდა პირდაპირი რეგულარული საერთაშორისო რეისის აღდგენას თბილისსა და მიუნჰენს შორის, ინიცირებული იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ლევან კარანაძის განცხადებით, სააგენტომ გერმანულ ავიაკომპანია „ლუფტჰანზასთან" უკვე გამართა კონსულტაციები, რომლის თანახმადაც ავიაკომპანიამ გამოთქვა მზაობა, ყველაზე გვიან აგვისტოში დაიწყოს რეგულარული ფრენები თბილისსა და მიუნჰენს შორის თავდაპირველად კვირაში ორი რეისის სიხშირით. მისი თქმით, ამის წინაპირობად დასახელდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ „ნოტამ" - ში (საერთაშორისო საავიაციო არხებში დაგზავნილი ინფორმაცია არსებული რეგულაციების შესახებ) არსებულ შეტყობინებაში ცვლილება შეტანა ფრენების შესრულებაზე შეზღუდვის მოხსნის თაობაზე.

"საქართველოს მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო შეძლებს, უკვე ფორმალურად აცნობოს ავიაკომპანია „ლუფტჰანზას" „ნოტამ"- ში ცვლილების შეტანის შესახებ", - განაცხადა ლევან კარანაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics