|
2020-07-09 16:29:34, 3440 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - გპირდებით, მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში, საქართველოს გადარჩენის ფრონტზე
„მე ვიქნები წინა ხაზზე და გპირდებით, რომ მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხების ფრონტზე და საქართველოს გადარჩენის ფრონტზე“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართისას განაცხადა. მისი თქმით, მისი ბრძოლა იქნეა გადამწყვეტი. „ივანიშვილმა დააბრუნა ქვეყანაში 90-იანი წლების კრიმინალების თარეში. მისი შვილი, ბერა, რომელიც მეგობრობს „კანონიერ ქურდთან“ და მის შვილთან, „კაწროსთან“, რომელთაც შექმნეს კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც დადის და ხოცავს ახალგაზრდებს. ივანიშვილის ძმამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა, ასკანელებმა, შექმნეს ასევე, გაკრიმინალურებული სპორტსმენების და ბანდიტების დაჯგუფება, რომელიც ატერორებს, ართმევს ბიზნესს, აშინებს პოლიტიკურ ოპონენტებს. ეს არის „ბეზპრედელშიკების“ გაბატონება საქართველოში. მეგობრებო, ჩვენ არ გვყავს მთავრობა. მე მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა არის მთლიანად არალეგიტიმური. მე არ ვცნობ არც ერთი წამით მის კანონიერებას და არ ვცნობ არც ერთი წამით კანონიერებას ამ სიტუაციის, რომელიც არის საქართველოში. ეს არის უკანონო სიტუაცია. პირველად დამოუკიდებლობის შემდეგ, ამერიკის კონგრესმა დაგვადო სანქციები ჩვენ, როგორც ქვეყანას. ჩვენ ვიყავით ყოველთვის მთავარი მიმღები მსოფლიოში ამერიკის დახმარების. ჩვენ ვიყავით სანიმუშო, სამაგალითო ქვეყანა და ახლა სამუდამოდ მოგვჭრა საქვეყნოდ ივანიშვილმა თავი, ყოველ შემთხვევაში, სანამ თვითონ არის იქ... ჩემი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი და მოსწონს ეს ვიღაცას, არ მოსწონს, უნდა ვიღაცას, რომ ვიყო წინა ხაზზე თუ არ ვიყო. მე ვიქნები წინა ხაზზე და გპირდებით, რომ მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხების ფრონტზე და საქართველოს გადარჩენის ფრონტზე. ეს უკანონობა, ეს არალეგიტიმურობა უნდა დამთავრდეს. ესენი არიან ბანდიტების ხროვა და დაჯგუფება. ესენი არიან საქართველოს მტრები, ესენი არიან მოღალატეები და, რა თქმა უნდა, უცხო ძალის მიერ გაკონტროლებული, კონკრეტულად მოსკოვის პირდაპირ დაკვეთას ასრულებენ საქართველოს დასუსტების, განადგურების, მსოფლიო იზოლაციის და ეს ყველაფერი დასრულდება ძალიან მალე. ჩვენი გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის არის ძალიან ახლოს. ამ ბრძოლაში მე ვარ ერთ-ერთი თქვენგანი, ერთ-ერთი ჯარისკაცი, მაგრამ ასევე, თქვენთან ერთად ვიქნები ერთ-ერთი გამარჯვებული“, - განაცხადა სააკაშვილმა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)