|
2020-07-09 14:38:35, 3931 ნახვა
კომენტარი
სერგო რატიანი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველო გადააქცია იმ ქვეყნად, რომელსაც აშშ ადებს სანქციებს
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველო გადააქცია იმ ქვეყნად, რომელსაც ამერიკა ადებს სანქციებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში არის უსამართლო მართლმსაჯულება, გვყავს პოლიტპატიმრები, ირღვევა ადამიანის უფლებები და არის კორუფცია. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველო, რომელიც რეგიონში ნომერ პირველი პარტნიორი იყო ამერიკის და დასავლეთის, გადააქცია იმ ქვეყნად, რომელსაც ამერიკა ადებს სანქციებს და ადებს იმისათვის, რომ მას ოლიგარქი არაფორმალურად მართავს. არის უსამართლო მართლმსაჯულება, გვყავს პოლიტპატიმრები, ირღვევა ადამიანის უფლებები, არის კორუფცია. ეს უკვე სამარცხვინოა არამხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ და ხელისუფლებისთვის, არამედ სამარცხვინოა თითოეული ჩვენგანისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ გვმართავს ოლიგარქი. ამას არ ვიმსახურებთ და შესაბამისად, ძალიან სწრაფად უნდა ჩამოვიშოროთ ეს ხელისუფლება. ის, რომ სანქციებს დაადებენ პირადად ივანიშვილს, ეს უკვე ჩანს ამ განცხადებებიდან, იმიტომ, რომ მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის არის ოლიგარქი ივანიშვილი“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)