|
2020-07-07 12:58:25, 1513 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - თუ ეპიდსიტუაცია გართულდა, ონლაინ სწავლის რეჟიმში დავრჩებით
„ეპიდსიტუაცია თუ გართულდა, რა თქმა უნდა, ჩვენ დავრჩებით ისევ ონლაინ სწავლების რეჟიმში“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, სამინისტრო განათლების უწყებასთან ერთად ღონისძიებების დასახვეწად მუშაობს. „ეპიდსიტუაცია თუ გართულდა, რა თქმა უნდა, ჩვენ დავრჩებით ისევ ონლაინ სწავლების რეჟიმში, რისი პრაქტიკაც საქართველოს უკვე აქვს. დღეს ჩვენ ვმუშაობთ დამატებით იმასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროსთან ერთად, რათა უფრო მეტად დავხვეწოთ ეს ღონისძიებები. იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია იქნება შენარჩუნებული ისეთი, როგორიც არის დღეს, სასწავლო პროცესს აღვადგენთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ჯანდაცვის მინისტრმა დღევანდელ ეპიდსიტუაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა. „ნებისმიერ ტალღას, იყო ეს მეორე, მესამე თუ პირველი, საფრთხე არის შემდეგი, რომ შეიძლება მოხდეს მისი უკონტროლო გავრცელება, რისთვისაც არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ ყველა სხვა უწყება მუშაობს კოორდინირებულად. რაც შეეხება დღევანდელ ეპიდსიტუაციას, საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, რომელსაც აქვს საუკეთესო ეპიდსიტუაცია და ვთვლით, რომ შემდგომშიც გავაგრძელებთ იმ მუშაობას, რის შედეგადაც ვეცდებით, რომ თავიდან ავიცილოთ ამ ინფექციის გავრცელება საქართველოში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)