|
2020-07-07 12:36:45, 1181 ნახვა
საზოგადოება
თბილისის N28 საბავშვო ბაღის ავარიული შენობის დამონტაჟი დაიწყო
სამგორის რაიონში მდებარე N28 საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი დაიწყო. სამუშაოებს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ აუქციონის გზით გამოვლენილი კომპანია ახორციელებს. ამავე ადგილას მომავალი წლიდან ახალი შენობის მშენებლობა იგეგმება. პროექტის მიხედვით, შენობა კეთილმოეწყობა და აღიჭურვება ბავშვთა უსაფრთხოებისა და განვითარების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. N28 ბაგა-ბაღის ძველი შენობა 12-ჯგუფიანი იყო, ახალი პროექტი კი როგორც აღსაზრდელების, ისე დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას ითვალისწინებს, რადგან ის 15-ჯგუფიანი იქნება. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად გაეცნო. თბილისში ამჟამად, რვა საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობების დემონტაჟი მიმდინარეობს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)