|
2020-07-06 14:38:43, 1933 ნახვა
საზოგადოება
ტრენინგებისა და კონფერენციების დახურულ სივრცეში ჩატარება დასაშვები გახდა - გაისნა პროფესიული სასწავლებლებიც
დღეიდან შესაძლებელია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, დღეიდან გაიხსნება პროფესიული სასწავლებლებიც. „უკვე დღეიდან, 6 ივლისიდან შესაძლებელია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, ასევე, გაიხსნა პროფესიული სასწავლებლები, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი შემოწმება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მხრიდან და დასაშვები გახდა ღია სივრცეში არსებული ატრაქციონების ფუნქციონირება. მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ ეს შემსუბუქებები, რომლებზეც ჩვენ გვაქვს საუბარი აუცილებელია, განხორციელდეს ყველა იმ რეკომენდაციისა და პროტოკოლის დაცვით, რომელიც აქვს ჯანდაცვის სამინისტროს, ვინაიდან, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის შედეგები, რომლებიც დღეს გვაქვს მიღწეულ იქნა სწორი, თანმიმდევრული ქმედებებით, არ შეიძლება ამ ეტაპზე უგულებელყოფა იმ რეგულაციებისა, რა რეგულაციებიც გვაქვს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)