|
2020-07-04 10:42:08, 2763 ნახვა
საზოგადოება
ვაკეში, ჭავჭავაძის N83-ში დასასვენებელი სივრცე მოეწყობა
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჭავჭავაძის გამზირი N83-ში დასასვენებელი სივრცის მოწყობის პროექტი დაიწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე კეთილმოწყობილი მოედნის განთავსება ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნა იყო. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, ეზოში განთავსდება საბავშვო-გასართობი მოედანი, დამონტაჟდება სხვადასხვა ტიპის ატრაქციონი, მოსასვენებელი პავილიონი, ასევე, სხვა შესაბამისი ურბანული ავეჯი და თარგები. მოედნის საფუძველზე მოეწყობა ჰიდროიზოლაცია და დრენაჟი, რაც ტერიტორიაზე წვიმის დროს წყლის დაგროვებას გამორიცხავს. სამუშაოების საწყის ეტაპზე, ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე იმყოფებოდა. „აქ მცხოვრები მოქალაქეების დიდი თხოვნა იყო კეთილმოწყობილი სივრცის შექმნა ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის. გასულ წელს, ჩვენი დავალებით, მომზადდა პროექტი, ამჟამად კი, უკვე დაიწო ამ პროექტის განხორციელება. გათვალისწინებულია ყველა დეტალი, იმისთვის რომ ადამიანებმა კომფორტულად იგრძნონ თავი ამ სივრცეში. პროექტის ვიზუალურ მასალაშიც ჩანს, როგორი ორიგინალური და ლამაზი იქნება ეს ეზო”, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ. დასასვენებელი სივრცის პროექტის ღირებულება 325 560 ლარს შეადგენს.
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)