00:39 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-03 20:45:04, 3391 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში „მეზღვაურის დღის“ ამსახველი ინფორმაცია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდებზე გამოაქვეყნა

„მივესალმებით პოზიტიურ ისტორიებს იმის შესახებ, თუ როგორ ეხმიანებიან IMO-ს წევრი ქვეყნები "მეზღვაურის დღის" კამპანიას და კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ ეკიპაჟის შეცვლის გასაადვილებლად და მეზღვაურების სახლში დასაბრუნებლად. სურათებზე წარმოდგენილია საქართველო, რომელმაც მეზღვაურები ცნო "საკვანძო პროფესიის" წარმომადგენლებად და აპრილიდან დაუშვა ეკიპაჟის შეცვლა 1000-ზე მეტ წევრზე“ , - აღნიშნულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის IMO - ს ინფორმაციაში, რომელიც გამოქვეყნდა ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდებზე Twitter - სა და  Facebook - ში და საქართველოს ხელისუფლების მიერ მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებას მიეძღვნა.

მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღნილი ღონისძიება ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალში (BICT)  გაიმართა.

ღონისძიების ამსახველი ფოტოგალერეა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამაც გადაბეჭდა თავის გვერდზე სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, ვინც ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მოწოდებას და 15 ივნისს მეზღვაური - "საკვანძო პროფესიად" გამოაცხადა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics