|
2020-07-03 14:45:13, 2607 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
2020 წლის 1 ივლისიდან, თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება. პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად წამოიწყო, იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმუმ 4%-ის დაფინანსებას გულისხმობს, ხუთი წლის განმავლობაში. პროგრამაში მონაწილეობისთვის, მომხმარებელმა დეველოპერული კომპანიისგან ბინის შესაძენად იპოთეკური სესხით მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა ისარგებლოს. სუბსიდიის მისაღებად, განაცხადის ბოლო დღე 31 დეკემბერია, ხოლო სახელმწიფო საგარანტიო კომპონენტით სარგებლობის ბოლო ვადა - 20 დეკემბერი. თანხის მაქსიმალური მოცულობა 200,000 ლარია, სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა კი- 240 თვე. მომხმარებელმა უზრუნველყოფის სახით შესაძენი ქონების მინიმუმ 10%-ის ფულადი სახსრები უნდა წარადგინოს. გარდა ამისა, თანამონაწილეობა უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტურად. პროგრამა ვრცელდება მხოლოდ სესხებზე ეროვნულ ვალუტაში. პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებში ბინის შეძენის შემთხვევაში, თიბისის იპოთეკური ცენტრი სტატუს მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებსა და ფასდაკლებებს სთავაზობს. „თიბისისთვის სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკის ინვესტიცია აღნიშნულ სექტორებში მხოლოდ 2019 წლის ივლისიდან 2020 წლის ივნისამდე პერიოდში 721 მილიონ ლარს აჭარბებს. შესაბამისად, ჩვენთვის მისასალმებელია ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ამ სექტორის განვითარებას წაახალისებს. იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა, ერთი მხრივ, დაეხმარება მომხმარებლებს, შეიძინონ სასურველი ბინა, მეორე მხრივ კი, დეველოპერული ინდუსტრიის განვითარებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, სამშენებლო სექტორს ბევრ სხვა ინდუსტრიასთან აქვს გადაკვეთა. ამიტომ, ვფიქრობ, ინიციატივა მნიშვნელოვნად წაახალისებს, როგორც დეველოპერული, ისე სხვა სექტორების წარმატებულ საქმიანობას და დასაქმებას", - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)