12:15 - 27 Jul, 2026
|
2020-07-03 11:44:36, 2673 ნახვა
საზოგადოება
ცაბაძის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება
დიდუბის რაიონში, ცაბაძის ქუჩის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. 4 700 კვ.მ ფართობზე ასფალტის პირველი ფენა უკვე დაიგო, მოწესრიგდა საფეხმავლო ტროტუარი და ბორდიური. ამ დროისთვის, ასფალტის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს და ამით ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. აღნიშნულ ქუჩაზე კომპანიამ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია განახორციელა - დაზიანებული წყლის მილები ახლით შეცვალა, რის შემდგომაც გამგეობამ ასფალტის საფარის მოწესრიგება დაიწყო. ასფალტის მოწესრიგების სამუშაოებს შპს „ჯე-ბილდინგ გრუპი“ 250 000 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს. ცაბაძის ქუჩაზე მიმდინარე პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნო.
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)