|
2020-07-02 15:34:05, 3277 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი ენერგეტიკაში ახალი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს
„მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი, რაც გაამარტივებს და უზრუნველყოფს მეტი ინვესტიციის მოზიდვას ამ დარგში, ხელს შეუწყობს ჩვენი ჰიდრორესურსების მაქსიმალურ ათვისებას და „მწვანე ენერგეტიკის" განვითარებას", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ენერგეტიკული რეფორმისა და ევროკავშირთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ფარგლებში რამდენიმე ხნის წინ დავაფუძნეთ ენერგეტიკული ბირჟა, სადაც საათობრივი ვაჭრობა განხორციელდება. შესაბამისად, ზუსტად ახლა, ამ ბირჟის დაფუძნების შედეგებზე დაყრდნობით, შემოვიღეთ ისეთი წესი, რომ მცირე და საშუალო ჰიდროსადგურებში ინვესტიციის მოსურნე სუბიექტები ივაჭრებენ ამ ბირჟაზე და აქ მიღებულ შემოსავალთან ერთად, სახელმწიფოსგან, დამატებით 0,015 აშშ დოლარამდე მიიღებენ ყოველ კილოვატ საათზე გაყიდულ ელექტროენერგიაზე. ეს არის ე.წ feed-in premium - ევროპული პრაქტიკა, რომლის წყალობითაც უფრო მიმზიდველი გახდება ინვესტირება ენერგეტიკაში," - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)