11:36 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-02 13:05:30, 4326 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი - რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ 25 მეტრის დაშორებით კოორდინატორს შეუძლია დაჟინებული მზერით ამომრჩეველზე გავლენა მოახდინოს

რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ 25-მეტრის დაშორებით კოორდინატორს შეუძლია დაჟინებული მზერით გავლენა მოახდინოს ამომრჩეველზე, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები ხშირად კომიკურია.

„მე ვფიქრობ, რომ სპეკულაციები გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე რეალობა. არავინ არავის არ შეზღუდავს, ვერ შეზღუდავს და იქნება სრული ინფორმაცია ყოველთვის ხელმისაწვდომი საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის. ეს არის ფაქტი.

მოთხოვნებია ხოლმე ხშირად იმდენად კომიკური, თუნდაც დისტანცირებასთან დაკავშირებით. რომან გოცირიძემ თქვა, თუ არ დავაშორებთ საარჩევნო უბანსო, დისტანცია დიდი თუ არ იქნება, ადამიანებზე შეიძლება თვალებით იმოქმედოო, პირდაპირი გაგებით. თვალებით და შემდეგ ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინო ადამიანებზე შეხედვით. რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ 25-მეტრის დაშორებით კოორდინატორს შეუძლია დაჟინებული მზერით გავლენა მოახდინოს ამომრჩეველზე და ითხოვენ 500 მეტრს, რომელსაც საქართველოს ფართობი არ ეყოფა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics