|
2020-07-01 10:30:00, 2174 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რადიკალურ ოპოზიციას საბაბიც კი აღარ აქვს, მოეჭიდოს რურუას საკითხს
„რადიკალურ ოპოზიციას საბაბიც კი აღარ აქვს, მოეჭიდოს რურუას საკითხს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტვ „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ბოლო დროს ერთადერთი პოლიტიკოსია დასავლეთიდან, რომელიც მოუწოდებს „ქართულ ოცნებას" რურუას გათავისუფლებას. „უკვე საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც, ცალკეული პოლიტიკოსებისთვისაც გახდა ყველაფერი ნათელი შეთანხმებასთან დაკავშირებით. გერმანიის ელჩმა კიდევ ერთხელ მოჰფინა ნათელი ამ შეთანხებას და მის გაფორმაბასთან დაკავშირებულ პროცესს. აქედან გამომდინარე, საბაბიც კი აღარ აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომ მოეჭიდოს რურუას საკითხს. ქვეყნის განვითარების პროცესი გაგრძელდება, არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში", -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. რურუას საქმესთან დაკავშირებით მან განმარტა, რომ კრიმინალური საქმე ნიშნავს სისხლის სამართლის საქმეს. „ეს არის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც განიხილება სასამართლოს მიერ და ერთადერთი ინსტანცია, ვისაც შეუძლია კრიმინალურ საქმეზე მიიღოს გადაწყვეტილება, ეს არის მართლმსაჯულება. ჩვენ თუ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და არა ნაცმოძრაობის საქართველოში, რომელიც იყო მთლიანად პოლიციურ სისტემაზე აგებული, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებებს სისიხლის სამართლის საქმეებზე და თუ ისინი ამ პათოსით არ იმოქმედებენ, ბუნებრივია, აღარ მოუწოდებენ მმართველ პარტიას იმისკენ, რომ ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)