|
2020-06-30 14:55:31, 1885 ნახვა
საზოგადოება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 ივლისიდან სოფელ მუშევანში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ორშაბათიდან, 6 ივლისიდან მოიხსნება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, ადგილზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 ივლისიდან დასაშვები ხდება ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, ასევე ორშაბათიდან გაიხსნება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმების შედეგად, დადგენილ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებენ. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნასთან დაკავშირებით ეტაპობრივად მიიღებს. საბჭოს წევრებმა განიხილეს მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ხაზი გაუსვეს მაღალი მობილობის პირობებში ვირუსის გავრცელების კონტროლის იმ შედეგების შენარჩუნების აუცილებლობას, რომელიც დღეს საქართველოს აქვს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს ტურიზმის გახსნის მიმართულებით ფრთხილი და ეტაპობრივი მიდგომის შენარჩუნების აუცილებლობაზე, ვინაიდან მოქალაქეების უსაფრთხოება ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თითოეული ნაბიჯი გაზომილია და გამოწვეულია მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობით და იმ მიღწევებით, რომელიც დღეს საქართველოს აქვს. საქართველოს მთავრობა ყურადღებით ეცნობა ევროკავშირში არსებულ ტენდენციებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს ევროპელ პარტნიორებთან სრულ კოორდინაციაში იღებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ და მას შემდეგ, რაც მსოფლიოში დაწესებული მკაცრი შეზღუდვები ეტაპობრივად გაუქმდა, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ჩარტერული რეისები შეჩერდა, თუმცა ფრენები ევროპის მიმართულებით არ შეწყვეტილა და კომპანია „აირზენას" მიეცა საშუალება, შეასრულოს კომერციული ფრენები ევროპის მიმართულებით, ბაზარზე არსებული საჭიროების გათვალისწინებით. დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ ივლისში უკვე დაგეგმილია 12 კომერციული რეისი. ამასთანავე, სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესის გათვალისწინებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ავიაკომპანიასთან ავიარეისების აღდგენის თაობაზე და კონკრეტული გადაწყვეტილებები ეტაპობრივად მიიღება. ამასთან, საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა PCR ტესტირებების გაფართოების პროცესსა და მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ ჯგუფებში ტესტირების მიმდინარეობაზე, ასევე კლინიკებში არსებულ მდგომარეობაზე. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 928 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 794 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 15 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2809 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 229 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)