14:13 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-30 13:31:05, 1720 ნახვა

საზოგადოება
ნათია თურნავა - ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირთან ერთად, რათა მოვხდეთ უსაფრთხო ქვეყნების საბოლოო სიაში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოების კრიტერიუმებს, რათა ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სიაში მოხვდეს.

მინისტრის თქმით, ევროკავშირის სიაში ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყანა იყოს ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო და კარგად მართული.

„ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირთან ერთად, რომ საბოლოო სიაში, რომელიც ოფიციალურად იქნება ყველა წევრთან შეთანხმებული და გამოქვეყნდება, ჩვენ აუცილებლად ვიყოთ. ყველა კრიტერიუმით ჩვენ ვართ უსაფრთხო ქვეყანა. ეს არის პირველი და განმსაზღვრელი ამ სიაში მოხვედრის, როდესაც შენ ეპიდემიოლოგიურად ხარ უსაფრთხო, კარგად მართული და საიმედო ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ძალიან დადებითი მოლოდინი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ეს სია გახდება ცნობილი. ვაგრძელებთ ევროკავშირთან მუშაობას იმ პროცედურებზე, რასაც ალბათ შემოიღებს ან თანდართული იქნება ამ სიასთან ერთად, თუმცა მთავარია, რომ ჩვენ ამ სიაში უნდა ვიყოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics