|
2020-06-30 13:21:33, 17435 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - ზოგიერთ ლაბორატორიაში კოვიდ19-ის რამდენიმე შემთხვევა გაპარულია
ზოგიერთ ლაბორატორიაში კოვიდ19-ის რამდენიმე შემთხვევა გაპარული აღმოჩნდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტორილის ერონული ცენტირის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, დაავადებათა კონტორილის ერონულმა ცენტირმა გარე კონტროლის სისტემა აამოქმედა. „რაც შეეხება საქართველოს ჩვენ გვაქვს 928 დადასტურებული შემთხვევა 106 000 შესაძლო შემთხვევიდან. დღეს დილისთვის გვაქვს ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა, ერთი აქედან გახლავთ ინფიცირებულთან კონტაქტი და ერთი ტრაილერი მძღოლია. ტრაილერების მძღოლები გახლავთ ბოლო ორი სამი კვირის განმავლობაში მთავარი წყაროა შემოტანილი შემთხვევა. დღემდე დადასტურებულია 30-მდე სატვირთო მძღოლის ინფიცირება. ყოველდღიურად დაახლოებით 400-მდე სატვირთო ავტომობილის მძღოლის გამოკვლევა ხდება. დღემდე ჩატარებული 111 000 PCR ტესტი, ამას ემატება 50 000-მდე სწრაფი ტესტი. გაფართოვდა ტესტირების არეალი და ქვეყანაში ტესტირებას 19 ლაბორატორია აწარმოებს. გარდა ამისა, რომ არ გაგვეპაროს შემთხვევა და იყოს ასეთი შემთხვევები, გარე კონტროლის სისტემა ავამუშავეთ, სადაც რამდენიმე შემთხვევა აღმოჩნდა ზოგიერთ ლაბორატორიაში გაპარული. ჯერჯერობით ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი რჩება. ყველა შემოსული პირისთვის ორკვირიანი კარანტინი რჩევება, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)