|
2020-06-29 16:48:16, 1567 ნახვა
საზოგადოება
სამგორის რაიონში წლის ბოლოს ახალი ბაღი გაიხსნება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე სამგორის რაიონში იმყოფებოდა, სადაც საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი საბავშვო ბაღი ვარკეთილის ზემო პლატოზე შენდება და მისი გახსნა წლის ბოლოსთვის იგეგმება. აღნიშნულ საბავშვო ბაღში რვა სააღმზრდელო ჯგუფი იქნება, სადაც 60-მდე ადამიანი დასაქმდება. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის და აღიჭურვება ბავშვთა უსაფრთხოების არსებული სავალდებულო სტანდარტების შესაბამისად. ამჟამად, მშენებლობის ძირითადი ნაწილი და კომუნიკაციების მონტაჟი დასრულებულია, მიმდინარეობს შიდასარემონტო და ფასადის მოწყობის სამუშაოები. მიმდინარე სამუშაოებს კახაბერ გვანცელაძე რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად გაეცნო.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)