05:27 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-27 13:04:05, 2200 ნახვა

სამართალი
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ მორაგბეს, არჩილ გაგნიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ მორაგბეს, არჩილ გაგნიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. გაგნიძე ბრალი სსკ-ის 143-ე და 225-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

გაგნიძის ადვოკატი, ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმება დადგენილებაში მითითებულ გარემოებებს. ის ჩავიდა მცხეთაში, თუმცა, სულ სხვა მიზნით. მას არცერთ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია", - განაცხადა ბექა ნემსიწვერიძე..

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შსს-მ მიმართა. შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად წყალში იპოვეს. გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics