|
2020-06-26 17:34:54, 4475 ნახვა
რეგიონი
გახარია - აზიური ფაროსანას პრობლემა ქვეყანაში არის დაძლეული... სამინისტროს თანამშრომლები გაწეული შრომისთვის მადლობას იმსახურებენ
აზიური ფაროსანას პრობლემა ქვეყანაში არის დაძლეული... სამინისტროს თანამშრომლები გაწეული შრომისთვის მადლობას იმსახურებენ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენის დროს განაცხადა. „დღეის მდგომარეობით, შეიძლება ითქვას, რომ აზიური ფაროსანას პრობლემა ქვეყანაში არის დაძლეული, ამას საერთაშორისო შეფასებებიც მოჰყვა და FAO-მ საქართველოს პრაქტიკა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში დაასახელა ერთ-ერთ საუკეთესოდ“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მიღწეულ შედეგებზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის კუთხით 2019-2020 წლებში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა. „დღეს ანგარიშში აღინიშნა რამდენიმე მიმართულება, რომელსაც მინდა გამოვეხმაურო. დასავლეთ საქართველოში მავნებელი მწერების წინააღმდეგ ბრძოლა შედეგიანად დასრულდა. ეს გამოწვევა დავძლიეთ. ფერმერებს მიეცათ საშუალება სოფლის მეურნეობის საქმიანობა წარმატებით განახორციელონ. საქართველოში კვლავ წარმატებული იქნება მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე თხილის წარმოების და გადამუშავების მიმართულება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)