|
2020-06-25 15:16:00, 1905 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოზიციაზე შესარჩევი კონკურსი ცხადდება
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოზიციაზე შესარჩევი კონკურსი ცხადდება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. განცხადებაში საუბარია იმ პოზიციაზე, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძეს ეკავა. „დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო ქალბატონი ანა დოლიძის პირადი განცხადება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობის დატოვების შესახებ. აღნიშნული განცხადება არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის 11 1 პუნქტის შესაბამისად, ცხადდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი, რომლის პირობებიც განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 25 ივნისის N:25/06/01 განკარგულებით. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას პრეზიდენტმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც განმარტა, რომ კონსტიტუცია პრეზიდენტს არ ანიჭებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გათავისუფლების უფლებამოსილებას“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)