2020-06-25 12:36:28, 1602 ნახვა
კომენტარი
ადა მარშანია სამადაშვილს - თქვენ დიდი ხანია პოლიტიკური ხარაკირი უნდა გაიკეთოთ
„პოლიტიკური ხარაკირი უნდა გაიკეთოთ თქვენ დიდი ხანია“, - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს სალომე სამადაშვილს.
მარშანია სახალხო დამცველი ანგარიშის წარდგენისას სიტყვიერად დაუპირისპირდა სამადაშვილს და მას „სააკაშვილის განსაკუთრებულ მონა-მორჩილებაში მყოფი“ პირი უწოდა.
„პოლიტიკური ხარაკირი უნდა გაიკეთოთ თქვენ დიდი ხანია და აქ მოდიხარ და კიდევ ენას ატლიკინებთ, ქალბატონო ვითომ ვაი და ვუი პარლამენტის დეპუტატო, განსაკუთრებულ მონა-მორჩილებაში მყოფი სადისტი და კრიმინალი სააკაშვილისა. ძალიან ლამაზი ვარცხნილობა გაქვს დღეს დაყენებული, ეტყობა მგრძნებარე სიტყვის სათქმელად ემზადებოდით, რომ მერე ტელევიზიები დაგეხვეოდნენ“, - მიმართა მარშანიამ სამადაშვილს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან