|
2020-06-25 11:36:17, 1345 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილმა თბილისის ეროვნულ პარკში ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და რეინჯერებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თბილისის ეროვნულ პარკში ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და რეინჯერებს შეხვდა. „თბილისის ეროვნული პარკი 20 ათას ჰექტარზე მეტი, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ტერიტორიაა. სწორედ ეს ბიომრავალფეროვნება სძენს პარკს უნიკალურობას, მის დაცვას კი, 40-მდე რეინჯერი უზრუნველყოფს. თბილისის ეროვნული პარკი, ვიზიტორთა სტატისტიკის მიხედვით, 2018-2019 წლებში, მე-4 ადგილზე იყო. ეროვნული პარკი თბილისის მოსახლეობის საყვარელი ადგილი. ახლა იწყება ზაფხულის სეზონი და ძალიან მნიშვნელოვანია, ბუნებასთან სწორი ურთიერთობა. ჩვენ უნდა ვეწვიოთ ბუნების ულამაზეს ძეგლებს, უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი უნიკალური ქვეყანა და, ამავდროულად, უნდა გავუფრთხილდეთ მას - ცეცხლი დავანთოთ ისეთ ადგილას, სადაც რეინჯერები მიგვითითებენ, არ დავტოვოთ ნარჩენები. ეს ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. თბილისის ეროვნულ პარკში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო, მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, პარკის განვითარების პროექტს ახორციელებს. ამერიკის და მსოფლიო ეროვნული პარკების საუკეთესო მაგალითების მსგავსად, პროექტის ფარგლებში, ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, ვიზიტორთა კოტეჯები, სალაშქრო ბილიკები, ბავშვთა და მოზრდილთა გასართობ-დასასვენებელი ზონა და სხვა. დაგეგმილია 300 კმ-მდე მარტივი და საშუალო სირთულის სალაშქრო ბილიკების მოწყობა თანმდევი ინფრასტრუქტურით. თბილისი ეროვნულ პარკში კერძო ინვესტიციის განხორციელებაც იგეგმება. „საჯარო-კერძო პარტნიორობის პროექტის“ (ppp) ფარგლებში ინვესტორი „საბადური ვილაჯე” თბილისის ეროვნული პარკის საბადურის ტყის მონაკვეთის განვითარებაში, დაახლოებით, 4 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. თბილისის ეროვნულ პარკში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად, მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი ვალერიან მჭედლიშვილი იმყოფებოდნენ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)