|
2020-06-25 10:06:34, 1440 ნახვა
პოლიტიკა
ჭიჭინაძე - როგოც ჩანს, „ქართული ოცნება“ ორ კანდიდატს დამიყენებს და აქიდან ერთი გიორგი ვაშაძეა
„როგოც ჩანს „ქართული ოცნება“ ორ კანდიდატს დამიყენებს და აქიდან ერთი გიორგი ვაშაძეა“, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძე განმარტავს, რომ გიორგი ვაშაძის პირადი ურთიერთობები ხელისუფლების უახლოეს კარზე არავისთვის საიდუმლო არ არის. „როდესაც ადამიანს პრეტენზია აქვს პრემიერობაზე, როგორც მინიმუმ საკუთარი ამომრჩეველი უნდა ყავდეს და მხოლოდ სხვადასხვა იდეოლოგიის დეპუტატების მხარდაჭერის იმედად არ უნდა იყოს... „ქართულ ოცნებას“ რაც ეხება, რაც არ უნდა თვალონ, გაყონ, დააჯამონ, მექანიზმი არ არსებობს, რომლითაც ისინი ხელისუფლებაში დარჩებიან. ჯერ ერთი, ივანიშვილის გარემოცვა, რომელსაც ფინანსური მაქინაციების, ქვეყნის ძარცვის მეტი არაფერი გაუკეთებია. და მეორე, თავად ივანიშვილი, რომელიც თავადვე გახდა არა მარტო მისი გარემოცვის, არამედ იმ ერთმანეთთან დაპირისპირების პოლიტიკის და შიდა ინტრიგების მძევალი, რომელსაც რვა წელია ატარებს. ეს მაინც ვიცი ზუსტად, როგორ ხდება „ყურზე ჯდომა“, გაუთავებელი „ინფორმირება“ და შემდეგ გადაწყვეტილებების მიღება. მოკლედ, სამართლიანობის ნატამალი არ არსებობს იმ გარემოცვაში და ეს ფაქტია. მაგრამ სადაც სამართლიანობა არ არის, იქ ზნეობაც არ არსებობს. ხოლო, სადაც ზნეობა არ არის, იქ გამარჯვება გამორიცხულია!“ - აცხადებს ჭიჭინაძე.
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)