|
2020-06-24 00:01:51, 1622 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ეროპული საქართველო“ რეალურად ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა არიან
„ნაციონალური მოძრაობა“ და „ეროპული საქართველო“ რეალურად ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა არიან , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველოს“ ქცევა იყო არათანმიმდევრულობის გამოვლენა. „ელჩებმა, ჯერ კიდევ პირველ კენჭისყრამდე, მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ პარტიას მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. თქვენ ნახეთ, პირველი მოსმენის დროს ერთ-ერთმა რადიკალურმა პარტიამ - „ევროპულმა საქართველომ" მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში. ამით სანახევროდ შეასრულეს ელჩების მხრიდან გაკეთებული მოწოდება, თუმცა დღეს არც „ნაციონალურმა მოძრაობამ" და არც „ევროპულმა საქართველომ" არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არად დაგიდებენ ელჩების ასეთ მოწოდებას.
მათ აქვთ ერთადერთი ინტერესი - განახორციელონ საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური ზრახვები და ამისთვის მზად არიან ნებისმიერი უპრინციპო ნაბიჯისთვის. დღევანდელ კენჭისყრაში არ მონაწილეობაც იყო უპრინციპობის და ასევე, არათანმიმდევრულობის კიდევ ერთი გამოვლინება. ჯერ მოდიან პირველ მოსმენაზე და არ მოდიან მეორე მოსმენაზე. ეს მათ აგდებთ აბსოლუტურად კომიკურ ვითარებაში, გამომდინარე იქიდან, რომ არათანმიმდევრულობაზეც მეტყველებს ასეთი ცვალებადობა მათი ნაბიჯების. ანუ ერთი, რომ ისინი მიდიან ელჩების წინააღმდეგ, რაც, ბუნებრივია, სათანადო რეაგირებას პოვებს ელჩების მხრიდან, დასავლეთის მხრიდან და მეორე, ისინი გამოირჩევიან სრული არათანმიმდევრულობით, რაც, ბუნებრივია, დამატებით აზიანებს მათ ისედაც შელახულ იმიჯს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)