17:41 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-23 14:39:01, 1528 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი - მე და ჩემმა კოლეგებმა ხელისუფლებას და ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების საშუალება არ დავუტოვეთ

მე და ჩემმა კოლეგებმა ხელისუფლებას და ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების საშუალება არ დავუტოვეთ, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტში არსებობს იმის რესურსი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშეც მოხდება.

„დღევანდელი კენჭისყრა იყო ძალიან სარისკო, რადგან ოპოზიციის დიდი ნაწილი არ მონაწილეობდა ამ კენჭისყრაში. ჩემი აზრით, არასწორად არ მონაწილეობდა. მე ძალიან ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ მათ ჰქონდათ პასუხისმგებლობა, რომ ამ კენჭისყრებში მიეღოთ მონაწილეობა და მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა ამ ცვლილების მხარდაჭერის კუთხით მოეყვანათ სისრულეში. შეთანხმების თავისი ნაწილი უნდა შეესრულებინათ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვახერხეთ, რომ ეს ცვლილებები მიგვეღო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია და მაქვს განცდა შესაბამისად, რომ მესამე მოსმენაზეც გავა უკვე და აღარანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს, ვინაიდან გამოჩნდა უკვე, რომ „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშეც იცვლება ეს სისტემა და ამის რესურსი არსებობს საქართველოს პარლამენტში. ჩვენ, მეც და კოლეგებმაც არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას საშუალება, რომ ხან ერთს ჰქონდა მცდელობა ჩაგდების, ხან მეორეს და ვფიქრობ, რომ ამ ჩაგდების საშუალება არ დავუტოვეთ. ქვეყნისთვის არის კარგი, რომ შემდეგი მოწვევა გვქონდეს უფრო დაბალანსებული“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics