|
2020-06-22 21:50:19, 1428 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - ივანიშვილს ან გიორგი რურუას გამოშვება მოუწევს, ან თავისით უნდა გაიტანოს ის, რაც არ უნდოდა
ივანიშვილს ან მოუწევს გიორგი რურუას გამოშვება, ან თავისით უნდა გაიტანოს ის, რაც არ უნდოდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ივანიშვილი დაარღვევს ამ თამაშის წესებს „ევროპული საქართველო“ ამისთვისაც მზადაა. „ჩვენ არ მივიღებთ მომდევნო კენჭისყრებში მონაწილეობას. ივანიშვილს ან მოუწევს გიორგი რურუას გამოშვება, რომ ჩვენი ხმები მიიღოს, ან თავისით გატანა იმის, რაც არ უნდოდა. არ მინდა ცუდ სცენარზე ვისაუბრო, თუ ამ ცვლილებებსაც ჩააგდებს, არის სხვადასხვა ზღვრები ოლიგარქების პირობებში მათი ტრაგიკული პოლიტიკური ბედის. არის ცუდი სცენარები, ძალიან ცუდი და კიდევ უფრო ცუდი სცენარები. ასეა ახლა ივანიშვილის საქმე. ჩვენ „ევროპულმა საქართველომ“ ვიზრუნეთ იმაზე, რომ მას არ ჰქონოდა ილუზია, რომ გამოძვრება, რომ ვერ ეთქვათ „აი არ მოვიდნენ და ჩავარდა, რა ვქნათ“. ქვეყანას სჭირდება ნორმალიზაცია. ივანიშვილს ამ ისტერიულ მდგომარეობაში ეს ესმის თუ არ ესმის, ამაზე ვერ ვივარაუდებთ. მაგრამ პარადოქსია ისიც, რომ ამ კლოუნს, ირაკლი კობახიძეს და ყველას სხვას, მათაც სჭირდებათ... ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ ყველამ და ნორმალური პოლიტიკური განვითარება, როცა არჩევნებით იცვლება ხელისუფლება და დაჭერების მუქარით არ ხდება ეს ყველაფერი, დადებულ სიტყვას ფასი აქვს შენი ქვეყნის, საზოგადოების საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, ეს უნდა იყოს თამაშის წესი. ივანიშვილი თუ ამ თამაშის წესს კიდევ დაარღვევს, ცუდია ქვეყნისთვის, თუმცა ის ვერ გადარჩება. ჩვენ „ევროპული საქართველო“ მზად ვართ ყველა სცენარისთვის, ოღონდ ყოველთვის ვცდილობთ, რომ იყოს ქვეყნისთვის უკეთესი სცენარი. სწორედ ამიტომ შევედით პირველ მოსმენაზე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
სებ: EU-ის მიერ სანქცირებული 3 სუბიექტი არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს
შსს: კახეთში შვილმა მამა მოკლა, ცხედარი სახლის ეზოში დამარხა - ის დააკავეს
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)