16:24 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-22 18:26:35, 1551 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის საუკეთესო თანამშრომლები და სერვისცენტრები დაჯილდოვდნენ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მოქალაქეთა ეფექტიანი მომსახურებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით, მომსახურების დეპარტამენტში არსებულ სტრუქტურულ დანაყოფებში, რომლებსაც გადამხდელებისთვის სხვადასხვა სახის სერვისების გაწევა უწევთ,  მომსახურების ხარისხის შეფასების კვლევა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების 16 სერვისცენტრში, 150 თანამშრომლისა და საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის 27 ოპერატორის  შეფასება განხორციელდა.

აღნიშნული კვლევის შედეგად დამუშავებულ მასალებზე დაყრდნობით,  საუკეთესო მომსახურების გამწევი 33 თანამშრომელი დასახელდა, ხოლო საუკეთესო სერვისცენტრის სტატუსი ისანი-სამგორის, ქუთაისისა და  ფოთის  მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებს მიენიჭათ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ და  მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ წარმატებულ თანამშრომლებსა და გამარჯვებული სერვისცენტრების ხელმძღვანელებს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

შემოსავლების სამსახური ყოველწლიურად ახორციელებს თანამშრომელთა მხრიდან გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასებას და თანაბრად ხელმისაწვდომი სერვისების მისაღებად მუდმივად ატარებს სხვადასხვა სახის კვლევებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics