16:44 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-22 16:41:41, 1349 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა. ვიდეო კონფერენციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა Covid-19-ის პანდემიის პირობებში,  საქართველოში ინვესტიციების წახალისების ხელშესაწყობად საბჭოს რეკომენდაციები განიხილეს და  საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესების მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
ყურადღება გამახვილდა კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობაზე, ენერგეტიკისა და განათლების სექტორებში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობაში მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ინვესტორთა საბჭოს როლს კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით. აგრეთვე, აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად მუშაობს ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების გეგმაზე, რაშიც ინვესტიციების მხარდაჭერა და საინვესტიციო პოლიტიკის გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
სებ: EU-ის მიერ სანქცირებული 3 სუბიექტი არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს
შსს: კახეთში შვილმა მამა მოკლა, ცხედარი სახლის ეზოში დამარხა - ის დააკავეს
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics