|
2020-06-20 20:31:06, 1343 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი - გვექნება უკეთეს ქვეყანას, რომლის სიმტკიცესაც ვერ გატეხს რუსი ოკუპანტი, რადგან ჩვენზე მეტი ისტორიული სიმტკიცე არ გააჩნიათ
„აუცილებლად მივიღებთ უკეთეს ქვეყანას, რომლის სიმტკიცესაც ვერ გატეხს რუსი ოკუპანტი იმიტომ, რომ რამდენი ჩვენზე მეტი ტანკიც არ უნდა ჰყავდეს, ჩვენზე მეტი ისტორიული სიმტკიცე მათ არ გააჩნიათ“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშივლმა განაცხადა. მისი თქმით, ამ ბრძოლას მარტო გამარჯვება უწერია. „ხელისუფლება, რომელიც პატრიოტული ლოზუნგებით გამოსულ მოქალაქეებს ტყვიას ესვრის, არ არის დემოკრატი. ხელისუფლება, რომელიც მერე პატრიოტული ლოზუნგებით მოქალაქეებს წყლის ჭავლით არბევს, არაა დემოკრატიული. ხელისუფლება, რომელიც თავის ქვეყანაში პოლიტპატიმრებს დაუშვებს, არის ავტორიტარი. ხელისუფლება რომელიც საკუთარ ერსა და საერთაშორისო პარტნიორებს მისცემს დანაპირებს და მოიტყუება, არის საერთაშორისო თაღლითი, ასეთი ხელისუფლება არ ეკადრება ჩვენს ერსა და საზოგადოებას. ჩვენ საქართელოს მოქალაქეებმა არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ თავისუფლების ღირსების ჩვენი სამშობლოს და მათ შორის სახელმწიფოს მშენებლობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მიზანია. შესაბამისად, ასეთ ხელისუფლებას მიღებული აქვს ქართველი ხალხის ვერდიქტი, ასეთ ხელისუფლებას მიღებული აქვს პარტნიორების ვერდიქტი, ასეთი ხელისუფლება მიუხედავად იმისა, რომ ისინი დღეს კაბინეტებში სხდანან, უკვე წარსული ხელისუფლბაა საქრათველოსთვის. იცოდეთ, რომ ამ ბრძოლას მარტო გამარჯვება უწერია, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ უკეთეს ქვეყანას, რომლის სიმტკიცესაც ვერ გატეხს რუსი ოკუპანტი იმიტომ, რომ რამდენი ჩვენზე მეტი ტანკიც არ უნდა ჰყავდეს, ჩვენზე მეტი ისტორიუოლი სიმტკიცე მათ არ გააჩნიათ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)