|
2020-06-19 18:29:38, 1404 ნახვა
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 11-მა წევრმა დაუჭირა. სხდომას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ესწრებოდნენ. აღნიშნული კანონპროექტს პირველი მოსმენით კენჭს კვირას, 21 ივნისს ჩანიშნულ სესიაზე უყრიან. იმისათვის, კონსტიტუციაში ცვილებები შევიდეს, მას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. როგორ ცნობილია, ცვლილებებს მხარს დაუჭერს უმრავლესობის 92 დეპუტატი და ასევე, „პატრიოტთა ალიანსისა“ და დამოუკიდებელი დეპუტატები.. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც ისინი აცხადებენ, ვიდრე მმართველი გუნდი გიორგი რურუას პატიმრობიდან არ გაათავისუფლებს, განხილვებსა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მიერ მიღწეული 8 მარტის შეთანხმების თანახმად, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით, პროპორციით 120/30-ზე უნდა ჩატარდეს. ამასთან, დაწესებულია 1%-იანი ბარიერი და ე.წ. 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი.
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)