|
2020-06-18 12:34:25, 1497 ნახვა
კომენტარი
სალომე სამადაშვილის განცხადებით, გაბუნიას საქმეში რუსეთს და კადიროვს, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ივანიშვილის დავალებით არ ახსენებენ
ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, გაბუნიას საქმეში რუსეთს და კადიროვს „ქართული ოცნების“ დეპუტატები, ივანიშვილის დავალებით არ ახსენებენ. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ერთხმად უნდა აცხადებდეს, რომ მიუღებელია რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაცია ჩვენ ტერიტორიაზე. „იმის ნაცვლად, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება ერთხმად აცხადებდეს, რომ სრულიად მიუღებელია, როდესაც საერთაშორისო ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო, როგორიც არის რუსეთი, გეგმავს საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაციას ჩვენ ტერიტორიაზე, ამის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ, რომ "ქართული ოცნების" მმართველი პირები, როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით, მსგავსი აბსურდული ბრალდებების წაყენებით ცდილობენ, რომ ეს საქმე ფაქტიურად ისე ჩაატარონ და მიჩქმალონ, რომ არც ერთი სიტყვა არ თქვან რუსეთზე და კადიროვზე,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)