|
2020-06-16 15:13:46, 1257 ნახვა
საზოგადოება
მედიაკოალიცია გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადების საქმეზე მთავრობისგან სათანადო რეაგირებას ითხოვს
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები საგამოძიებო ორგანოებისგან გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადებასთან დაკავშირებით დასაბუთებული ინფორმაციის გაასაჯაროებას ითხოვენ. მედიაკოალიცია გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადების საქმეზე მთავრობისგან დროულ რეაგირებას ითხოვს. „მთავარი არხის” ინფორმაციით, 2020 წლის 12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. თუმცა ამ დრომდე უცნობია ხელისუფლების ხედვა ჟურნალისტის და მედიასაშუალების დაცვის გარანტიების შესახებ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2019 წლის 7 ივლისს გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. ტელეწამყვანის სიტყვები ტელეკომპანია „რუსთავი 2”-თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზეც გააპროტესტეს. „რუსთავი 2"-ის მაშინდელი წამყვანის გინება უარყოფითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქციელისთვის სათანადო შეფასება მიეცა. გაბუნიას გინებას უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა კი გიორგი გაბუნიას გადამალვა ურჩია, რადგან „არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს”. ჩვენ არაერთხელ შევახსენეთ საქართველოს მთავრობას, რომ ჟურნალისტების უფლებების პატივისცემა და დაცვა განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანაა. გავრცელებული ინფორმაციაზე დროული და სათანადო რეაგირებით ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ზრუნვა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)