|
2020-06-16 12:42:46, 1307 ნახვა
კომენტარი
სერგო რატიანი გაბუნიას ლიკვიდაციაზე - ჩვენი საზღვრები დაუცველია და უპრობლემოდ გადაადგილდებიან რუსეთის ჯაშუშები
ჩვენი საზღვრები დაუცველია და უპრობლემოდ გადაადგილდებიან რუსეთის ჯაშუშები, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საკითხს. მისი თქმით, არსებობს ბევრი შემთხვევა, როდესაც კადიროვი ასრულებს პუტინის დავალებას. „ჩვენი საზღვრები არის დაუცველი და საქართველოში ფაქტობრივად, გადაადგილდებიან ადამიანები, რუსეთის ჯაშუშები და მათ არ აქვთ არანაირი პრობლემა. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის რუსეთის ფედერაციიდან დაკვეთა. ბევრი შემთხვევა არის, როდესაც რეალურად კადიროვი ასრულებს პუტინის დავალებას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გამოძიება მივა ბოლომდე და არ იქნება ისე, როგორც ბევრ შემთხვევაში იყო, როდესაც დამნაშავეების საქმე არ არის ობიექტურად ნაჩვენები საზოგადოებისთვის და შემდეგ ხდება მათი განთავისუფლება“, - განაცხადა სერგო რატიანმა. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გუშინ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქე, ვასამბეკ ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)